ხიდების დემონტაჟი

თბილისის მერია საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს გეგმავს, კალაძის თქმით, ხიდები მოუხერხებელია

თბილისის მერია საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს გეგმავს, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, ეს ხიდები მოუხერხებელი და უფუნქციოა. 

"ჩვენ როდესაც ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ქვეითად მოსიარულეებისთვის განსაზღვრულ ადგილებს, მის მოწესრიგებას, ასევე, ზებრა გადასასვლელებს. შესაბამისად, ამ სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, რომელიც უკვე განხორციელდა და რომელიც მომავალშიც განხორციელდება, ჩვენ მოგვიწევს არსებული საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი. რომლებიც, მოდი პირდაპირ ვთქვათ, საკმაოდ მოუხერხებელია. ასვლა-ჩამოსვლა მოუხერხებელია, შშმ პირებისათვის არ არის ადაპტირებული, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი შარტავას ქუჩაზე, ზუსტად მერიის წინ. აქ ჯერ კიდევ არსებობს საფეხმავლო ხიდი, თუმცა ის სრულიად უფუნქციოა. ჩემი თხოვნაა, ასეთი ხიდების დემონტაჟი განვახორციელოთ ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ამის შესაძლებლობა არის,” - ამბობს კალაძე. 

თბილისის მერმა დაავალა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს და ქონების მართვის სააგენტოს, სადაც უკვე შესაძლებელია, ერთობლივად დაიწყონ ამ ხიდების დემონტაჟი.

კომენტარები