NDI-ის კვლევა

NDI: 85% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ უნდა აირჩეს

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 85% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ხალხის მეირ, პირდაპირი არჩევნების წესით უნდა აირჩეს. 11% კი თვლის, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა უნდა აირჩიონ. 

ეს 2018 წლის დეკემბრის მონაცემებია, ხოლო 2017 წლის აპრილში, მოსახლეობის 84% თვლიდა, რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ უნდა მომხდარიყო. 9% კი მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს უნდა აერჩიათ. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნები იყო, როდესაც პრეზიდენტი ხალხის მიერ, პირდაპირი არჩევნების წესით აირჩა. მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მომავალ არჩევნებზე პრეზიდენტს არა ხალხი, არამედი 300 ადამიანისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს. 

ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ცვლილებას ეწინააღმდეგებოდნენ და ამ საკითხზე პლებისციტის ჩატარებას ითხოვდნენ, თუმცა მმართველმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ, არ გაითვალისწინა არც მათი და, როგორც ჩანს, არც ხალხის პოზიცია. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები