NDI-ის კვლევა

NDI: ყველაზე მეტი, 36% ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას

speakerstones

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე მეტი, 36% ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას. 

ქართულ ოცნებას პირველ არჩევანად 27% ირჩევს, ხოლო მეორე არჩევანად - 2%.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: პირველი არჩევანი - 12%, მეორე არჩევანი - 2%.
ევროპული საქართველო: პირველი არჩევანი - 3%, მეორე არჩევანი - 5%.
პატრიოტთა ალიანსი: პირველი არჩევანი - 3%, მეორე არჩევანი - 4%.
სხვა პარტია: პირველი არჩევანი - 7%, მეორე არჩევანი - 5%. 

გამოკითხულთა 30%-ს მეორე არჩევანი არ აქვს, ხოლო პასუხის გაცემა 9%-ს არ სურს. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები