NDI-ის კვლევა

NDI: მათგან, ვინც არჩევნებზე წავიდოდა - ქართული ოცნება 29%, ენმ 12%, არ ვიცი 26%

ghn.ge

NDI-ის კვლევის მიხედვით, მათგან, ვინც ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, არჩევნებზე წავიდოდა, 29% ამბობს, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა (მეორე არჩევანი - 2%). 

26%-ის თქმით, არ იცის, ხმას ვის მისცემდა, ხოლო 12%-ის თქმით, ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა (მეორე არჩევანი - 1%). 

13% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს, 9%-ის თქმით, არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას. 

ხვალ რომ არჩევნები იყოს, კვლევის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსს ხმას 3% მისცემდა (მეორე არჩევანი - 4%). სხვა პარტიებს 7% (მეორე არჩევანი - 11%). 

მოსახლეობის 31%-ს მეორე არჩევანი არ აქვს. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები