მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოში

მეუფე შიო: მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიაზე ჩვენს აუჩქარებლობას გაგებით ეკიდება

0 კომენტარი

"ჩვენს აუჩქარებლობას, ამ ეტაპზე რა პოზიციაც გვაქვს, უკრაიანის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირბეით, მსოფლიო საპატრიარქო გაგებით ეკიდება," - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციიის წევრებისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. პატრიარქის მოსაყდრე ამბობს, რომ გამოიკვეთა მსოფლიო საპატრიარქოს კორექტული პოზიცია საქართველოს ეკლესიის მიმართ.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, იმიტომ, რომ ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი და რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი ასეთი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ინისი არ ჩამოსულან ჩვენს დასარწმუნებლად, რათა მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს აუჩქარებლობას, ამ ეტაპზე რა პოზიციაც ჩვენ გვაქვს, სრული გაგებით ეკიდებიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ჩვენთან არის ასეთი განწყობები, რომ ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია რაღაცნაირად ასოცირდებოდეს ვიღაცის მიერ, რომ ეს არის რუსული გავლენა, სინამდვილეში კი თქვენ დღეს მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ამ ჩვენს პოზიციას. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ყველა ეკლესია თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან. ისტორიაში ყოველთვის ასე იყო ვიღაცა მხარს უჭერს, ვიღაცა არა, ვიღაც თავს იკავებს, დრო სჭირდება. მან ბრძანა დღეს, რომ მსოფლიოს საპატრიარქო ენდობა უწმინდესის სიბრძნეს , იმის თაობაზე თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ეკლესიამ შედგომში. წინა სინოდზე დადგინდა, რომ განხილვა გადაიდება შემდეგი სხდომისთის. არის ბევრი დეტალი, მრავალი შეკითხვა სინოდში და ეს საჭიროებს განხილვას და მუშაობას," - ამბობს მეუფე შიო.

მსოფლიოს საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ემანუელი კი ამბობს, რომ შეხვედრის მიზანი ინფორმირება იყო და არა რაიმე აზრის თავს მოხვევა.

"ჩვენი საუბარი დღეს შეეხებოდა გარკვეულ საკითხებს. იყო აზრთა გაცვლა გამოცვლა მსოფლიოს სა და საქართველოს საპატრიარქოებს შორის. შევეხეთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს და გვქონდა მსჯელობა ტომოსზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან და ეკლესიის მღვდელმთავრებთან. შეხვედრის მიზანი იყო ამ საკითხის დეტალებზე ინფორმირება და ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავს მოხვევა ან ზეწოლა ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვდრა და იმ დეტალებზე საუბარი რაც წერია ტომოსში. ჩვენ ვიცით, რომ პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა. საუბარი იყო ყველა თემაზე რაც დღეს დგას მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე. ჩვენი მთავარი მიზანი არის ერთობის შენარჩუნება მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. ჩვენ არ ჩამოვსულვართ იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში, არსებობს რაიმე პრობლემა ურთიერთობის, ჩვენ გვაქვს საერთო აზრი და შეხედულებები და ეს იყო ძმური კეთილი შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის," - ამბობს მიტროპოლიტი ემანუელი.

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელის ხელმძღვანელობით საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს (ბრძანებას) კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. 

საქართველოს საპატრიარქოს უკრაინისთვის მხარდაჭერა ამ დრომდე არ გამოუხატავს. 

ზოგიერთი მღვდელმთავარი გამოხატავს თავის პირად პოზიციას და უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს. თუმცა, წმიდა სინოდის წევრთა ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ავტოკეფალიის ტომოსის (ბრძანების) წაკითხვის შემდეგ მიიღებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები