მაკარონის ჭამისგან გარდაცვალება

20 წლის სტუდენტი 5 დღის წინ გაკეთებული მაკარონის ჭამის შედეგად გარდაიცვალა

cooking.nytimes.com

20 წლის ბელგიელი სტუდენტი AJ ხუთი დღის წინ გაკეთებული მაკარონის ჭამის შედეგად გარდაიცვალა.

სტუდენტმა მაკარონი მომზადების შემდეგ მაცივარში არ შეიანახა და ორი დღის განმავლობაში ოთახში ედო, შემდეგ კი მასთან ერთად მცხოვრებმა სხვა სტუდენტმა საკვები სამი დღის განმავლობაში მაცივარში შეინახა - შედეგად მაკარონს სპორების წარმომქნელი ბაქტერია განუვითარდა, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის ტოქსიკურია და მოწამვლას იწვევს.

სწორედ მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდა სტუდენტს - მას დაავიწყდა, რომ მაკარონი ხუთი დღის წინ იყო მომზადებული, ამიტომ გააცხელა და შეჭამა. რამდენიემ საათში თავის ტკივილი, მუცრის ღრუში უსიამოვნო შეგრძნება და გულისრევა დაეწყო. AJ-მ ჩათვალა, რომ ეს უბრალოდ საჭმლის შედეგად მოწამვლა იყო, წამლები დალია და დაძინება გადაწყვიტა. რამდენიმე საათში ის ძლიერმა ტკივილმა, სრულიად ოფლიანი გააღვიძა.

სტუდენტმა გადაწყვიტა რომ სასწრაფოში დაერეკა, თუმცა საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ექიმების თქმით, მსგავსი სიმპტომებით გარდაცვალება არ არის გავრცელებული, თუმცა აუცილებელია ადამიანები ყურადღებით იყვნენ, როდესაც ოთახში შენახული საჭმლის ჭამას გადაწყვეტენ.

კომენტარები