ფუტსალი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანია დაამარცხა

0 კომენტარი
ფოტო: GFF.GE

საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა. "ჯვაროსნებმა" მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყვიტეს. ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა, სიმი საიოტის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად რონინიომ შეასრულა. ამ გოლიდან ზუსტად 2 წუთში საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაიზარდა, არჩილ სებისკვერაძის დარტყმული ბურთი საკუთარ კარში სოზერმა ჩაჭრა. შეხვედრა ქართველთა შეტევებით გაგრძელდა და მე-17 წუთზე სიმი საიოტიმ მესამედ აიღო მეტოქის კარი.

შეხვედრის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, თამაშს საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა და მეტოქე ძირითადად კონტრშეტევებზე ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას. გოლები მატჩის მიწურულს გავიდა, 32-ე წუთზე უძლიერესი მოჭრილი დარტყმით გერმანელებს არჩილ სებისკვერაძემ გაუტანა. მალევე, 33-ე წუთზე კი, დუბლი სიმი საიოტიმ გაიფორმა. საბოლოო ანგარიში 5:1 39-ე წუთზე გერმანიის ნაკრებმა დააფიქსირა, საკუთარი გუნდის რამდენიმე სვლიანი კომბინაცია შედეგიანი დარტყმით ჰაკან ერდემმა დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მეორე ტურის შეხვედრები 31 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 17:30 საათზე ერთმანეთს გერმანია და დანია დაუპირისპირდებიან, 20:30 საათზე კი, ერთმანეთის წინააღმდეგ საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრებები წარსდგებიან. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ამერიკელ კოლეგებთან ერთად იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის სქემა გამოვავლინეთ (Video)

კომენტარები