შსს

საპატრულო პოლიციის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა

შსს

საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ყავს. შსს-ის ცნობით, ეს პოსტი მიხეილ დილიმაშვილმა დაიკავა. 

დილიმაშვილი ამ დრომდე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 

საპატრულო პოლიციას 2017 წლიდან თეიმურაზ კუპატაძე ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა გუშინ დატოვა და შსს-ის სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

კომენტარები