უბედური შემთხვევა

მეზობლების ინფორმაციით, ისანში დაღუპული 7 ადამიანი მუშად მუშაობდა

ტვ პირველი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ისანში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი დაიღუპნენ არა გაზის გაჟონვის შედეგად, არამედ ამის მიზეზი გახდა ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვება.

მეზობლები ამბობენ, რომ 7 ადამიანი მუშად მუშაობდა და მათ ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

ისნის გამგებელმა ტელეკომპანია პირველს უთხრა, რომ ბინაში 7 ადამიანი იყო და როცა ისინი ბინაში შევიდნენ, ყველა მათგანი გარდაცვლილი დახვდათ. კახა ლაბუჩიძე ასევე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ვინ იყვნენ დაღუპულები და იყვნენ თუ არა ისინი ნამდვილად რეგიონიდან სამუშაოდ ჩამოსულები.

კომენტარები