რაფაელ ნადალი

რაფაელ ნადალი და ფრანცისკა პერელო 14-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნენ

0 კომენტარი
ფოტო: wmagazine.com

რაფაელ ნადალი და ფრანცისკა პერელო 14-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნენ.

წყვილი ერთმანეთს 2005 წლის შემდეგ ხვდება, გავრცელებული ინფორმაციით ისინი 2018 წლის მაისში იტალიაში, რომში იმყოფებოდნენ და ნიშნობაც სწორედ იქ შედგა.

გამოცემა Hola!-ს ცნობით რაფაელ ნადალი და ფრანცისკა პერელო ქორწილს 2019 წლის შემოდგომაზე გეგმავენ, ცერემონია კი ესპანეთის ქალაქ მალიორკაზე შედგება, რადგან ორივეს ბავშვობა იქ აქვს გატარებული.

რამდენიმე კვირის წინ რაფაელ ნადალმა ინტერვიუში ფრანცისკა პერელოსთან ოჯახის შექმნაზეც ისაუბრა.

"მინდა რომ მყავდეს ბავშვები, გოგოები, ბიჭები. მე ადამიანი ვარ, რომელსაც ძალიან უყვარს ბავშვები და ოჯახი", - თქვა ჩოგბურთელმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები