არიანა გრანდე

არიანა გრანდეს იაპონურ ტატუზე სიმბოლო გამორჩა, მას ხელზე "ბარბექიუს გრილი" აწერია

არიანა გრანდემ სოციალურ ქსელში მისი ახალი ტატუს სურათი გამოაქვეყნა. მომღერალმა ხელის გულზე იაპონურად, შემთხვევით, "ბარბექიუს გრილი" დაიწერა.  

არიანა თავისი ჰიტის სახელის "7 ბეჭედი" დაწერას აპირებდა. მალევე სოციალური მედიის მომხმარებლებმა აუხსნეს, რომ ტატუს სიმბოლოები აკლია და ის სინამდვილეში "ნახშირის ბარბექიუს გრილის" ნიშნავს.

გრანდემ ტატუს ფოტო ინსტაგრამზე დადო, თუმცა ფანებმა მალევე მიუთითეს შეცდომაზე. 

უკვე წაშლილი ფოტო ვირუსულად გავრცელდა. 

თურმე მომღერალმა იცოდა, რომ ტატუს სიმბოლო აკლდა და ეს დიზაინი საბოლოო არაა, რადგან ხელის გულზე კანი სხვა სხეულის ნაწილებთან შედარებით მალე ღდგება და ჩვეულებრივ, ტატუ ქრება.

“ნამდვილად, შუაში つの指 გამოვტოვე. ძალიან მტკივნეული იყო. კიდევ ერთ სიმბოლოს ვერ გავუძლებდი. კანი იქერცლება და ტატუ მალე გაქრება, შემდეგ ჯერზე თუ გაკეთებას გადავწყვეტ მთლიანად დავიწერ,” - წერს არიანა.

ხოლო მოგვიანებით დაამატა: "გთხოვთ, მე და ჩემი გრილი მარტო დაგვტოვეთ, მადლობა."

მისი თხოვნის მიუხედავად ტვიტერზე მიმების კეთება გრძელდება.

გრანდემ ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე დაპოსტა: "ოდნავ უკეთესია. მადლობა ჩემს მასწავლებელს, რომ ყველაფრის გამოსწორებაში დამეხმარა. მშვიდობით პატარა ნახშირის გრილო, მენატრები, მართლა მომწონდი."

იუთუბზე ვიდეო 7 Rings-ის 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

კომენტარები