სამსახური

რა შეიძლება დაგემართოთ, როდესაც თქვენი სამსახური გძულთ

ყველა ადამიანს აქვს ცუდი დღეები სამსახურში, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავიანთი სამსახური სძულთ და იქ მუშაობას მაინც აგრძელებენ.

სტენფორდის უნივერსიტეტის ორგანიზაციული ქცევის პროფესორმა, ჯეფრი პფეფერმა, რომელმაც დაწერა წიგნი "ხელფასის გამო სიკვდილი", თავის კვლევაში აღმოაჩინა, რომ აშშ-ს კომპანიების ცუდი მენეჯმენტი პასუხისმგებელია ჯანდაცვის ხარჯების 8%-ზე და ასოცირებულია ყოველწლიურ ჭარბ სიკვდილიანობასთან.

შესაძლოა, თქვენ ვერ ხვდებით, მაგრამ თქვენი სხეული ხვდება, რომ სამსახური რომელსაც თქვენ ასრულებთ სტრესის მთავარი გამომწვევი მიზეზია და ამის გამო გამაფრთხილებელ სიგნალებს გიგზავმით.

უძილობა

"ყველაზე ხშირად ვისმენთ, რომ ადამიანები ვერ იძინებენ. ისინი ამბობენ, რომ მათი გონება იმდენად გადატვირთულია, რომ არ შეუძლიათ ძილი. მათ ეღვიძებათ შუა ღამისას და ფიქრობენ იმ საკითხებზე, რაც მომდევნო დღეებში აქვთ გასაკეთებელი. თუ თქვენი ფიქრები მუდმივად სამსახურს უკავშირება, ეს ნიშნავს რომ რაღაც არ არის წესრიგში", - ამბობს კლინიკური ფსიქოლოგი მონიკა რეინოლდსი.

თავის ტკივილი

თქვენი კუნთები დაძაბულია იმის გამო, რომ დაიცვას სხეული დაზიანებებისგან. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის დასკვნის მიხედვით, როდესაც თქვენს სამუშაო ადგილს სახიფათო და სტრესულ ზონად მიიჩნევთ ეს კავშირშია ზედა კიდურებისა და წელის ტკივილთან.

კუნთების ტკივილი

როდესაც სამსახური ტოქსიკურია, მუდმივად გაქვთ გრძნობა რომ სამუშაო მაგიდასთან ჯდომის დროს ლომს ებრძვით. მუქარისა და სტრესის ქვეშ ყოფნის დროს, თქვენი ტვინი სისტემას ადრენალინითა და სხვა სტრესის ჰორმონებით ტვირთავს.

"ჩვენი ნერვული სისტემა ყოველთვის ზღვარზეა ტოქსიკურ სამსახურებში ყოფნის დროს. ადამიანებს ყოველთვის მზადყოფნა აქვთ, რომ რეაქცია ჰქონდეთ არსასიამოვნო უფროსსა ან თანამშრომელზე", - ამბობს მონიკა რეინოლდსი.

ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება  

მონიკა რეინოლდსი თვლის, რომ მოზღვავებული სტრესის დროს უარესდება ფსიქიკური ჯანმრთელობა.

თუ გრძნობთ, რომ თქვენი უფროსი ყოველთვის მზად არის თქვენს გასაკრიტიკებლად, ამაში ფსიქიკური ჯანმრთელობა თავის ფასს იხდის. 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დადგინდა რომ სამსახურში უსამართლო გარემო კავშირშია დასაქმებულების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებასთან - რაც დეპრესიითა და ზედმეტი კვებით გამოიხატება.

ხშირი ავადმყოფობა

ქრონიკულად სტრესული მდგომარეობა საგრძნობლად მოქმედებს ადამიანების იმუნურ სისტემაზე, რაც მათ ხშირ ავადმყოფობას იწვევს.

სექსისადმი ინტერესის დაკარგვა

როდესაც სამსახურის შემდეგ თქვენ სხვა გარემოშიც სამსახურზე აგრძელებთ ფიქრს, ამას შეუძლია თქვენი ურთიერთობები დააზიანოს. ამერიკელი ფსიქოლოგების ასოციაცია აღნიშნავს, რომ როდესაც ქალები ყველაზე მეტად საკუთარ სამსახურეობრივ სტრესზე ფიქრობენ, და არა მაგალითად პერსონალურ ან ფინანსურ საკითხებზე, ეს მათ სექსის სურვილს უმცირებს. კაცების შემთხვევაში კი ქრონიკული სტრესი ტესტოსტერონის გამოყოფას ამცირებს, რაც მათი სექსისადმი ინტერესის დაკარგვაში გამოიხატება.

"ხალხი ამბობს, რომ მათ არ აქვთ სექსისთვის საკმარისი დროს", - ამბობს მონიკა რეინოლდსი.

მადის ცვალებადობა

თქვენი მადა თქვენივე ტვინთან არის დაკავშირებული. სტრესის პირობებში, თქვენს ორგანიზმში ჭარბად ვრცელდება ადრენალინი, რომელიც ახშობს საჭმლის მონელების უნარს, რადგან პირველ რიგში, ფოკუსირებულია მოსალოდნელი ხიფათისგან თავის დაცვასა და გადარჩენაზე. როდესაც სამსახური მუდმივად სტრესს იწვევს თქვენში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მადის ხშირი და მკვეთრი ცვალებადობა.

კომენტარები