ელექტრონული პირადობები

ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლება 1 თვის განმავლობაში უფასო იქნება

ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი ელექტრონული პირადობით ჩანაცვლება ერთი თვის განმავლობაში უფასო იქნება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"მინდა მივმართო იმ მოქალაქეებს ვისაც ჯერ კიდევ აქვს ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობა. ეს საბუთი არ არის უსაფრთხო, ეს საბუთი ეკუთვნის წარსულს და შევთავაზო მათ, რომ სრულიად უფასოდ დღეიდან პირველი მარტის ჩათვლით ყველამ ვისაც ჯერ კიდევს აქვს ქაღალდის პირადობა, უფასოდ მიიღოს ელექტრონული პირადობის მომობა," - ამბობს წულუკიანი. 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 087 163 მოქალაქე ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას. დღეისათვის კი საქართველოში სულ მოქმედი 749 537 ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობაა. აქედან, ყველაზე მეტი ქაღალდის პირადობის მოწმობას თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ფლობენ - 175 914; შემდეგ მოდის იმერეთი 125 383; კახეთი - 80 007 და ქვემო ქართლი - 79 947. 

კომენტარები