ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

2 ადამიანი უცხოეთიდან საათების გამოწერისა და საქართველოში გაყიდვისთვის დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი ადამიანი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჯგუფურად განხორციელების ბრალდებით დააკავეს. 

უწყების ცნობით, ბრალდებულები უცხოური ინტერნეტმაღაზიებიდან ყიდულობდნენ ძვირადღირებულ საათებს და შემდეგ საქართველოში სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ყიდდნენ. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ დაკავებულებმა საერთო ჯამში 1,5 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) და 218-ე (გადასახადისთვის თავის არიდება) მუხლების მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8-წლამდე ვადით.

კომენტარები