ვენესუელა

გუაიდოს თქმით პოლიცია მის სახლში მივიდა და მის მეუღლეს და ქალიშვილს ეძებდა

ხუან გუაიდო
AP

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის თქმით როდესაც ის ერთ-ერთ ღონისძიებას ესწრებოდა მის სახლში პოლიციის სპეციალური დანაყოფი მივიდა და მის ცოლს ეძებდნენ, რომელიც იმ დროს წლინახევრის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

"ისინი ვერ დააშინებენ ჩემს ოჯახს." თქვა გუაიდომ.

მომხდარს აშშ-შიც გამოეხმაურნენ, სადაც ამბობენ, რომ დაშინების მსგავს ფაქტებს აშშ-ის მხრიდან პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი ქმედება მოჰყვება.

მიმდინარე კვირას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ თქმით თუ ვენესუელაში ამერიკელ დიპლომატებს ან ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს რაიმე საფრთხე დაემუქრებათ, აშშ "შესაბამის პასუხს გასცემს".

შეგახსენებთ, რომ ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და საქართველომ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გუაიდოს პრეზიდენტად ცნობენ, თუ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უახლოეს ერთ კვირაში არ დაინიშნება.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია, კუბა, მექსიკა და ბოლივია უჭერენ.

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს საბანკო ანგარიშები გაუყინა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა, ხოლო ქვეყნის მთავარმა პროკურორმა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მისი თქმით გამოძიების მიზანია დაადგინოს რა როლი აქვს გუაიდოს "სერიოზულ დანაშაულებში, რომლებიც ქვეყანაში კონსტიტუციურ წესრიგს უქმნიან საფრთხეს."

ნიკოლას მადურომ რუსულ სახელმწიფო მედია RIA Novosti-ს ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისათვის მზადაა. გუაიდო მადუროს დიქტატორს უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი არჩევნების დასანიშნად.

კომენტარები