რუსეთ-საქართველო

ბახტაძე: რომ არა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ 118 პირი მიიღებდა

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი გამარჯვება. ბახტაძის თქმით, რომ არა 2014-2016 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ 118 პირი მიიღებდა, რადგან წინა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2012 წლამდე მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემები მიაწოდა

"სტრასბურგის სასამართლომ დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ სამართალმა იზეიმა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არა 2014-2016 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ 118 პირი მიიღებდა, რადგან წინა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2012 წლამდე მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემები მიაწოდა. 2014-დან 2016 წლამდე ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, დამუშავდა და სასამართლოს გადაეგზავნა 1500-ზე მეტი მოქალაქის მონაცემები, რომლებიც მიიღებენ ამ კომპენსაციას“, -  თქვა მამუკა ბახტაძემ.

16 ხმით 1-ის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის სახელმწიფოს ეთნიკური ქართველების დეპორტაციის საქმეზე 1 500 ქართველისთვის კომპენსაციის სახით 10 000 000 ევროს გადახდა დააკისრა. 

გადაწყვეტილება სასამართლომ გუშინ, 31 იანვარს გამოიტანა. 

კომენტარები