ტურიზმი

ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბარი, ბაზელი, ტალინი, ეინდჰოვენი - ახალი მიმართულებები ქუთაისიდან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

1 აგვისტოდან, ქუთაისის აეროპორტს 6 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება. ავიაკომპანია Wizzair-ი ბარის, ბრიუსელის, კოპენჰაგენის, ტალინის, ბაზელის და ეინდჰოვენის მიმართულებებით იფრენს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე 4 თებერვლიდან შეგეძლებათ. ერთი გზის ფასი 59.99 ლარიდან დაიწყება.

"მინდა დავასრულო ძალიან კარგი ამბით, განსაკუთრებით ჩვენი მოგზაურებისა და ზოგადად ტურისტული სექტორისთვის, ეკონომიკის სამინისტროს ძალისხმევით, ქუთაისის აეროპორტს 1 აგვისტოდან 6 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება, ამ შეთანხმების შედეგად, ჩვენ დამატებით მივიღებთ ასი მილიონი დოლარის ინვესტიციას და რამდენიმე ათეულ სამუშაო ადგილს" - თქვა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

Wizz Air ქუთაისიდან უკვე დაფრინავს პარიზის, რომის, ათენის, ბარსელონას, პრაღის, ბუქარესტის, ვარშავის, კატოვიცეს, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, ვილნიუსის, ლარნაკას, ბუდაპეშტის, თესალონიკის, მილანის, ლონდონის, ვროცლავის, ვენის და რიგის მიმართულებით. რამდენიმე თვეში, პირდაპირი რეისები ასევე შესრულდება პოლონეთის ქალაქებში - კრაკოვსა და გდანსკში.

კომენტარები