ანტოდოპინგური კანონი და რუსი სპორტსმენები

ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულ რუს სიმაღლეში მხტომელს დოპინგის გამო მედალი ჩამოერთვა

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუსი სიმაღლეში მხტომელის, ივან უხოვის, შედეგები 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ანულირებულად გამოცხადდა. მიზეზად სპორტსმენის მიერ ანტიდოპინგური კანონის დარღვევა გახდა. უხოვს ოლიმპიადაზე მიღებულ ოქროს მედალსაც ჩამოართმევენ. 

უხოვთან ერთად, სასამართლომ ანტიდოპინგური კანონის დარღვევაში კიდევ 12 რუსი სპორტსმენი სცნო დამნაშავედ. 

ამ დროისთვის ლონდონში გამართული შეჯიბრებები ბოლო ოლიმპიადა იყო, რომელშიც რუსმა ათლეტებმა მონაწილეობა მიიღეს. 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩატარებულ ოლიმპიადაზე ისინი სწორედ დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო არ დაუშვეს. 

2012 წელს საერთო ჯამში აღებული ოქროს მედლებით რუსეთმა მე-3 ადგილი დაიკავა. უხოვის დისკვალიფიკაციის შემდეგ, რუსეთის ნაკრებს 19 ოქროს მედალი დარჩება.

კომენტარები