Gossip Girl

სერიალი GOSSIP GIRL შესაძლოა დაბრუნდეს

შესაძლოა ბლერ ვოლდორფი და სერენა ვან დერ ვუდსენი ეკრანებზე კვლავ ვიხილოთ.

სატელევიო ქსელის CW-ის პრეზიდენტის, მარკ პედოვიცის თქმით, Gossip Girl შესაძლოა გაგრძელდეს.

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა არ ვარ დარწმუნებული რომ სერიალი გაგრძელდება. ბევრი რამე Warner Bros.-ზე და აღმასრულებელ პროდიუსერებზე არის დამოკიდებული, რადგან მათ გარეშე არავის არ უნდა რომ რამე მოხდეს", - თქვა მარკ პედოვიცამ.

2017 წელს გამოცემა Variety-თან სერენა ვან დერ ვუდსენის როლის შემსრულებელმა, ბლექი ლაივლიმ სერიალის გაგრძელებაზე ისაუბრა.

"ვითამაშებდი თუ არა კვლავ შვიდი წელი სერიალში? არა, რადგან ეს მძიმე შრომაა. მე შვილები მყავს და არ მინდა მათ დიდი ხნით მოვწყდე. თუმცა, ცხოვრებაში ვისწავლე რომ არასდროს უნდა ვთქვა არასდროს", - თქვა ბლეიქ ლაივლიმ.

Gossip Girl 2007 წელს დაიწყო და ჯერჯერობით მისი უკანასკნელი სეზონი  2012 წელს გამოვიდა.

კომენტარები