GOT

კიტ ჰარინგტონი: როუზს მოვუყევი, როგორ მთავრდება GOT და ის 3 დღე არ მელაპარაკებოდა

HBO-ს საკულტო სერიალის Game of Thrones-ის მსახიობი კიტ ჰარინგტონი ყვება, რომ გასულ წელს, როდესაც თავის ცოლს, როუზ ლესლის, სატელევიზიო სერიალის ფინალი დაუსპოილერა, ის სამი დღის განმავლობაში აღარ ელაპარაკებოდა. 

Kiss FM-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰარინგტონი ყვება, რომ ფინალის შესახებ მოყოლა მას თავად როუზ ლესლიმ სთხოვა, რომელიც თვითონაც ასრულებდა როლს სერიალში.

"გასულ წელს ჩემს ცოლს მოვუყევი, როგორ მთავრდება სერიალი და ის 3 დღის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა. არადა, თვითონ მთხოვა!" - ყვება ჰარინგტონი. 

Game of Thrones-ის მე-8, ფინალური სეზონი 14 აპრილს გამოვა. 

კომენტარები