უკრაინის ავტოკეფალია

უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას "ევროპული საქართველო" დაესწრება

უკრაინაში ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების აღსანიშნავ ღონისძიებას ევროპული საქართველო დაესწრება. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის, რადგან მართლმადიდებელ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.

"კვირას კიევში გაიმართება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და "ევროპული საქართველო" მიწვეულია ამ დღესასწაულებზე. ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობა მისალოც სიტყვასაც არ იმეტებს. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა უკრაინისთვის,როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისთვის და მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. ამიტომ საქართველოს წარმომადგენლობა ასეთი ტიპის ღონისძიებებზე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და "ევროპული საქართველოს" ექნება პატივი და შესაძლებლობა საქართველოც წარმოადგენდეს ამ შემთხვევაში ამ დღესასწაულებზე" - აღნიშნა გიგი უგულავამ. 

 

კომენტარები