აშშ

ჩიკაგოში, კაცმა 70 უსახლკარო ადამიანს ერთი კვირით სასტუმროში ცხოვრება დაუფინანსა

ჩიკაგოში, უცნობმა კაცმა 70 უსახლკარო ადამიანს ერთი კვირით სასტუმროში ცხოვრება დაუფინანსა.

რამდენიმე დღეა აშშ-ის ზოგიერთ შტატში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება, ამინდის პროგნოზის მიხედვით კი მინიმუმ ორშაბათამდე ტემპერატურა არ გაუმჯობესდება.

ადგილობრივი გამოცემა Chigaco tribune-ის ცნობით, საშინელი სიცივის გამო, უცნობმა კაცმა 70 უსახლკარო ადამიანს სასტუმროში ერთი კვირით ცხოვრება დაუფინანსა, შეთავაზებაზე კი უარი მხოლოდ ერთმა ადამიანმა თქვა.

აქამდე, უსახლკარო ადამიანებს ჩიკაგოში საკარვე ადგილი ჰქონდათ გამოყოფილი, სადაც მათ ბევრი კარავი ჰქონდათ გაშლილი და ცეცხლით თბებოდნენ. თუმცა, ოთხშაბათს ერთ-ერთ კარავს ცეცხლი გაუჩნდა და შემდეგ თითქმის ყველა დაიწვა, ამიტომ დროებით უსახლკარო ადამიანებს წასასვლელი არსად ჰქონდათ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა უცნობი კაცი.

"უცნობი, არაჩვეულებრივი მოქალაქე აპირებს, რომ უსახლკარო ადამიანები ერთი კვირით სასტუმროში აცხოვროს", - წერს Chigaco Tribune.

კომენტარები