ნარკორეალიზატორების დაკავება

შსს: ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1987 წელს დაბადებული ა.ხ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ა.ხ.-ს მიერ გაყიდული რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით" - აცხადებენ შსს-ში

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები