შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც ისანში სავაჭრო ობიექტების გაქურდვას ცდილობდა

0 კომენტარი
ფოტო: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა პირი, რომელიც მეტროსადგურ "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების გაქურდვას ცდილობდა.

დაკავებული 1997 წელს დაბადებული პირი წარსულში ქურდობისათვის იყო ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-117-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები