ეგვიპტეში აკლდამა აღმოაჩინეს, რომელშიც 50-ზე მეტი მუმიაა, მათ შორის 12 ბავშვის. სამარხი 9 მეტრის სიღრმისაა და კაიროს სამხრეთით, მინიას პროვინციაში მდებარეობს. ის კლდეშია გამოჭრილი და ვარაუდობენ, რომ საშუალო კლასის ოჯახს ეკუთვნის, რომლებიც პტოლემეების მმართველობის დროს, ძველი წელთაღრიცხვით 305-30 წლებში ცხოვრობდნენ.
მეცნიერები მუმიფიკაციის მეთოდზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ოჯახის წევრებს მაღალი თანამდებობები ეკავათ. სამარხში იეროგლიფები არ არის აღმოჩენილი, თუმცა ზოგიერთი მუმია ქვისა და ხის სარკოფაგებში იყო განთავსებული.