ინდოეთი

ინდოეთის აეროპორტში კაცი დააკავეს, რომელიც ხელბარგით 1 თვის ლეოპარდის გადაყვანას ცდილობდა

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ინდოეთში, ჩენაის აეროპორტში კაცი დააკავეს, რომელიც ხელბარგით ერთი თვის ლეოპარდის ქვეყანაში შეყვენას ცდილობდა.

45 წლის კაცი აეროპორტში ბანგკოკიდან ტაილანდიას ავიახაზების თვითმფრინავით ჩავიდა. აეროპორტის თანამშრომლებს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც მისი ჩანთიდან ამომავალი ხმა გაიგონეს.

ჩანთაში მოთავსებულ კალათში მას ერთი თვის ლეოპარდი უპოვეს, რომელიც ერთ კილოგრამზე ოდნავ მეტს იწონიდა. თანამშრომლების თქმით ცხოველი "შოკში იყო". მას რძე აჭამეს და ჩენაის ზოოლოგიურ პარკს გადასცეს.

მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება ცდილობს დაადგინოს საიდან ჰყავდა მას ცხოველი, რატომ გადაჰყავდა ის ჩუმად და აქვს თუ არა კავშირი კონტრაბანდისტებთან.

ფოტო: AFP

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები