შსს

შსს: ყაზბეგში სახლის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

შსს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ქურდობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული ლ.ჭ. დააკავა.

მას ბრალად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში საცხოვრებელი სახლიდან ძვირფასეულობის და ფულის მოპარვა ედება.

პოლიციამ დაკავებულის ჩხრეკისას მოპარული ფულის ნაწილი ამოიღო, ხოლო მოპარული ოქროს ნივთები საჩხერის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ხის ქვეშ დამარხული აღმოაჩინეს.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნტქით მიმდინარეობს, რაც 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები