აშშ

ვირჯინიის გუბერნატორს რასისტული ფოტოს გამო თანამდებობის დატოვებას სთხოვენ

HuffingtonPost

ვირჯინიის გუბერნატორს, რალფ ნორსჰემს თანამდებობის დატოვებას სხთოვენ. მიზეზი 1984 წლის კოლეჯის გამოსაშვებ ალბომში დაბეჭდილი რასისტული ფოტოა, რომელზეც ერთ-ერთ პირს კუ კლუქს კლანის ფორმა აცვია, ხოლო მეორეს სახე შავად აქვს შეღებილი.

ნორსჰემი გადადგომაზე უარს ამბობს და ირმუწნება, რომ ფოტოზე თავად არ არის გამოსახული, თუმცა როდესაც თავდაპირველად ფოტო გავრცელდა მან ამისათვის მოიბოდიშა და აღიარა რომ ფოტოზე თავად იყო.

"მე ძალიან ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო, გამოვჩენილიყავი ისეთი, როგორიც ფოტოზე ვარ და იმ ზიანისათვის, რაც ფოტომ გამოიწვია, მაშინ და ახლა. ეს ქცევა არ წარმოადგენს ჩემს შეხედულებებს დღეს და არც იმას, რისთვისაც მთელი კარიერის მანძილზე ვიბრძოდი სამხედრო ძალებში, მედიცინაში და საჯარო სამსახურში. მაგრამ მინდა ნათელი იყოს, მე მესმის როგორ არყევს ეს გადაწყვეტილება ვირჯინიელების წრმენას ამისადმი." თქვა მან.

მომდევნო დღეს კი ვირჯინიის სენატორმა თქვა, რომ ნორსჰემმა მას დაურეკა და უთხრა, რომ ახლა აღარ ჰგონია, რომ ფოტოზე თავად არის.

"მაშინ ეს წინა დღეს უნდა ეთქვა. მან მითხრა, რომ არ ფიქრობს, რომ ფოტოზე თავადაა. მე ვუთხარი "რალფ, უკვე ძალიან გვიანია."" თქვა ლუის ლუკასმა.

ამის შემდეგ დემოკრატიულმა პარტიამ ტვიტერზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მათ გუბერნატორ ნორსჰემს საშუალება მისცეს სწორად მოიქცეულიყო და თანამდებობა დაეტოვებინა, თუმცა ის უარს ამბობს. ნორსჰემს გადადგომისაკენ ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც მოუწოდა.

ნორსჰემმა პოსტი ერთი წლის წინ დაიკავა და მას კიდევ სამი წელი აქვს დარჩენილი.

კომენტარები