სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის სააგენტო: ტყუილია, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს თანხის გადახდა მოუწევს

Getty Images

სურსათის ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება. სააგენტო აღნიშნავს, რომ ბიზსოპერატორად რეგისტრაცია უფასოა.

"2020 წლიდან, ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა. აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. რეგულაციის მთავარია მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით. 

ეს ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას. ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და გაუწევენ რეკომენდაციებს" - აცხადებს სურსათის სააგენტო.

რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვისაც 2 ან მეტი ძროხა ჰყავს და რძის ნაწარმს ყიდის, 2020 წლიდან გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს.

კომენტარები