დაკარგული ემილიანო სალა

დაკარგული ემილიანო სალას თვითმფრინავი ნაპოვნია

ბრიტანული Sky Sports-ის ცნობით, ემილიანო სალას თვითმფრინავი იპოვეს.

3 თებერვალს დილით, სპეციალურმა ჯგუფმა ფეხბურთელის წყალქვეშა სამძებრო სამუშაოები განაახლა. როგორც ემილიანო სალას ოჯახის წევრებს უკვე აცნობეს, თვითმფრინავი ლა-მანშის სრუტესთან ზღვაშია ნაპოვნი.

მიუხედავად ნაპოვნი თვითმფრინავისა, არგენტინელი ფეხბურთელისა და პილოტის, დევიდ აიბოტსონის მოძებნა ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, ისინი ცოცხლები აღარ არიან.

შეგახსენებთ, რომ ნანტის ყოფილი ფორვარდი კარდიფში ტრანსფერის შემდეგ მიფრინავდა.

 

კომენტარები