ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 7 თებერვლამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-6 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

სინოპტიკოსთა ცნობით, 7 თებერვალს დღისით ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 7 თებერვალს +16 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები