უკანონო ხე-ტყე

იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 01 იავრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 152 ფაქტი კახეთში გამოვლინდა, ყველაზე ნაკლები კი მცხეთა-მთიანეთში.

  • კახეთი - 152;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 25;
  • იმერეთი - 31 ფაქტი;
  • გურიაში - 8;
  • რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 11,
  • აჭარა - 24;
  • მცხეთა-მთიანეთში - 3;
  • შიდა ქართლში - 27;
  • ქვემო ქართლი - 32;
  • სამცხე-ჯავახეთი - 88;

უწყების ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 427 მ3-მდე ხე-ტყე.

გარდა ამისა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 53 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მათივე ინფორმაციით, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კომენტარები