ნარკოდანაშაული

შსს: თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული გ.მ დააკავეს. აღნიშნული დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს თეთრი ფერის ფხვნილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა", - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებიც ცნობით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

კომენტარები