განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

განათლების სამინისტრო: პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროფესიული განათლების რეფორმის შესახებ პრეზენტაცია გამართა. 

მინისტრ ბატიაშვილის ახალი ინიციატივის მიხედვით, არასრული საშუალო განათლების (9 კლასი) მქონე ადამიანები, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლების მიღებას შეძლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიული სასწავლებლების დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება. შესაბამისად, ეს პირები უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ. 

უწყების ცნობით, რეფორმის ეს ნაწილი 2019 წლის მაისიდან დაიწყებს ამოქმედებას. 

ამასთან, სამინისტროს ცნობით, 3-წლიანი რეფორმის ფაზა მოიცავს:

  • "არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას;
  • პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით;
  • გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას;
  • პროფესიული კონსულტირების სისტემის განვითარებას;
  • პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული განვითარების ახალი მოდელების დანერგვას."

კომენტარები