წყალდიდობა ავსტალიაში

ნიანგები და გველები ქალაქში - ავსტრალიის ქალაქ თაუნსვილში წყალდიდობაა

AFP/BBC

ავსტრალიის ქალაქ თაუნსვილის სამართალდამცველებმა მოქალაქეები ქალაქში გამოჩენილი ნიანგებისა და გველების შესახებ გააფრთხილეს, რომელთა გამოჩენაც წყალდიდობამ გამოიწვია. 

ინფორმაციას ამის შესახებ დასავლური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ქალაქიდან უკვე 1 100 ადამიანია ევაკუირებული. მოვლენას "საუკუნის წყალდიდობას" უწოდებენ. თაუნსვილში უკვე ერთი კვირაა გადაუღებლად წვიმს. სამართალდამცავების თქმით კი, წვიმა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

დასავლური მედიის ცნობით, 20 000 სახლი დატბორვის რისკის ქვეშ დგას. 



ადგილობრივი სასწრაფო დახმარების ცენტრში მომუშავე პირები მედიასთან საუბრობენ, რომ მათ ცენტრში 1 000-ზე მეტი ზარია შესული. ადამიანების ქალაქიდან გამოსაყვანად მაშველები გემებსა და ვერტმფრენებს იყენებენ. 

"ნიანგები ქუჩებში დაცურავენ. დიდი წყალდიდობის შედეგად, ნიანგები ისეთ უჩვეულო ადგილებში შეიძლება შეგვხვდნენ, როგორიცაა წყალსაცავები და ფერმის საგუბარებში. იგივე, გველები ძალიან კარგად ცურავენ და შესაძლებელია ისინიც გამოჩნდნენ ისეთ ადგილებში, სადაც მათ არ ელოდებით,"- ამბობს ქვინსლენდის გარემოს დაცვის მინისტრი, ლინ ენოხი.

კომენტარები