ილიაუნი

ილიაუნი: თანამდებობებიდან გათავისუფლება რეორგანიზაციის თანმდევი ავტომატური პროცესია

0 კომენტარი

ილიას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უარყოფს გიორგი პაპავას განცხადებებს, რომ ის ბიზნეს-სკოლის ხარისხის მართვის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გიორგი ქადაგიძის მხარდაჭერისთვის გაათავისუფლეს. 

საბჭო ამბობს, რომ პაპავას გათავისუფლება რეორგანიზაციის გამო მოხდა, ვინაიდან ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არის ისეთივე არჩევითი პოზიცია, როგორც დეკანის.

"რეორგანიზაციის შედეგად როგორც დეკანს შეუჩერდა უფლებამოსილება, იმავე წამს შეუჩერდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსსაც. გამოცხადებულია ახალი ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე კონკურსი. აირჩევენ დეკანს და შემდეგ იქნება ხარისხის სამსახურის უფროსის არჩევნები. როგორც გიორგი ქადაგიძეს შეუძლია დეკანის არჩევნებში იყაროს კენჭი, ასევე, გიორგი პაპავას შეუძლია იყაროს კენჭი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად, ან პირიქით. ისინი ორივე ამ ფაკულტეტების პროფესორები არიან. მხარდაჭერა არაფერ შუაშია. ეს არის ავტომატური პროცესი, რომელიც რეორგანიზაციას მოჰყვება", - აცხადებს ილიას უნივერსიტეტი. 

გიორგი პაპავამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ქადაგიძის მხარდაჭერისთვის ის ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის ხარისხის მართვის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ეს მას ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს. 

იმაზე, რომ ილიაუნიდან გაათავისუფლეს, გიორგი ქადაგიძემ 31 იანვარს ისაუბრა. მან ადმინისტრაციის გადაწყვეტილება "ცვლილებების შიშს და ძირეული სიახლეების მიუღებლობას" დაუკავშირა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები