გურანდა გაბუნია

თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

გურანდა გაბუნია
ტაბულა

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა. 

გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

გურანდა გაბუნიამ ათეულობით როლი ითამაშა ქართულ კინოსა და თეატრში.

მიღებული აქვს ჯილდოები: 

1979: საქართველოს დამსახურებული არტისტი

1990: საქართველოს სახალხო არტისტი

1998: ღირსების ორდენი

1999: კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი

2018: წლის საუკეთესო მსახიობი ქალი სამგზის („პროვინციული ამბავი“ „შიში“ „მიტევების დღე“)

კომენტარები