წერილი საპატრიარქოს

მეუფე საბა ინაშვილის და თარხან-მოურავის წერილზე: თავხედობა და საეკლესიო წესის დარღვევაა

რუსთავი2

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის მიერ წმინდა სინოდისთვის გაგზავნილ წერილს თავხედურ ქმედებას უწოდებს. 

მეუფე საბას თქმით, საპასუხო განცხადებები სინოდის სხვა წევრებმაც უნდა გააკეთონ და თავად ამ საკითხს, სინოდის სხდომაზე განსახილველად გაიტანს. 

"ეკლესია პოლიტიკური პარტია ჰგონია და გადაწყვეტილებები გამოაქვს რომ თურმე მღვდელმთავრები განსაკვეთი არის და ეკლესიიდან გასაგდები და თავიანთ წერილებს წერენ წმინდა სინოდის მიმართ, ვიტყვი კიდევაც, ეს არის ქალბატონი ირმა ინაშვილი და ბატონი თარხან მოურავი. ჯერ ერთი ეს არის საეკლესიო წესის და კანონის დარღვევა, თავხედური ქმედება, მაგრამ მე მაქვს უფლება, რომ მოვითხოვო, მათ და წმინდა სინოდმა გასცეს პასუხი მათ თავხედობას და მათ ქმედებას, რაც თითქოსდა მათ ეკლესია აწუხებთ და ადარდებთ. ისე როგორც ბევრ პოლიტიკოსს",- ამბობს მეუფე საბა. 

პატრიოტთა ალიანსის ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა საპატრიარქოს ოფიციალური წერილით მიმართეს და მოუწოდეს უკრაინის ავტოკეფალიას მხარი არ დაუჭირონ.  

კომენტარები