უკანონო იარაღის ამოღება

შსს: უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ოჯახური და ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები",- აცხადებენ შსს-ში. 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები