აეროპორტების გაერთიანება

აეროპორტების გაერთიანება: წინა წლის იანვართან შედარებით, მგზავრთნაკადი 25%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების
გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში, საქართველოს აეროპორტები ჯამში -
324,554 მგზავრს მოემსახურა. რაც 25%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 259,612 მგზავრი). მათივე ინფორმაციით, იანვარში მგზავრთა ნაკადი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის იანვარში 252,178 მგზავრს
მოემსახურა, რაც 13% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი
მგზავრი 222,400).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის იანვარში 112%
გაიზარდა და 55,895 მგზავრი შეადგინა (2018 წლის იანვარი 26,345 მგზავრი).

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 2019 წლის იანვარში 15,973 მგზავრმა ისარგებლა. რაც 52% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის იანვარი 10,504 მგზავრი).

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციითვე, მგზავრთა ნაკადი იზრდება ადგილობრივ, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებშიც. 
 

კომენტარები