ჭიდაობის ფედერაცია

ყაველაშვილი: ჭიდაობის ფედერაციაში მმართველობის კუთხით სიღრმისეული პრობლემებია

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ქართველ მოჭიდავეს, ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა და ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა. ყაველაშვილმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ფედერაციაში მმართველობის კუთხით სიღრმისეული პრობლემებია და აუცილებელია მოკვლევა, რათა სიტუაცია გაჯანსაღდეს.

„ზურაბ დათუნაშვილთან შეხვედრისას ჩვენს შორის საკმაოდ გულწრფელი საუბარი შედგა. მინდა ავღნიშნო, რომ ჭიდაობის ფედერაციაში არსებულიდაპირისპირება, რაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, კონფლიქტის კულმინაციას წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ ფედერაციაში მმართველობის კუთხით სიღრმისეული პრობლემებია და ბევრი მიდგომაა შესაცვლელი, რათა ყველა სპორტსმენს შეეძლოს სრულყოფილად და მაქსიმალურად წარმატებითმოღვაწეობა. ვალდებულებად ვთვლი გამოვიყენოთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია და სამინისტროსთან ერთად დავიწყოთ მოკვლევა ჭიდაობისფედერაციაში, რათა გაჯანსაღდეს სიტუაცია და ზურაბ დათუნაშვილს შეეძლოს ჯანსაღ გარემოში მოღვაწეობა“, - თქვა ყაველაშვილმა.

ბერძნულ-რომაული სტილის ქართველმა მოჭიდავემ, ევროპის ორგზის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა რამდენიმე დღის წინ ღია წერილი გაავრცელა დაპარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ოლიმპიურ კომიტეტს მისი პრობლემის დაინტერესების თხოვნით მიმართა.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძეს ხელში გარკვეული საგანი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს. თავად გეგა გეგეშიძე დარტყმის ფაქტს უარყოფს და დაპირისპირების ფაქტს "უფრო შეხლა-შემოხლას" უწოდებს. მას სასამართლომ აღკვეთოს ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა. 

კომენტარები