არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა

შსს: გორში დავაკავეთ მამა, რომელიც 14 წლის შვილზე სექსუალურად ძალადობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, გორში 1 პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რომელსაც დაკავებული ო.მ.-ც აღიარებს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა", - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის კოდექსის 11-პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და 11-პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები