დაგროვებითი პენსია

საპენსიო ფონდში 36 მილიონი ლარია მობილიზებული

0 კომენტარი

ბოლო მონაცემებით, საპენსიო დანაზოგის სახით, 36 მილიონი ლარია მობილიზებული. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, თანხის მოცულობა დეკლარაციების დახურვის შემდეგ გაიზრდება. სააგენტოს პროგნოზით, საპენსიო დანაზოგი თვეში 40-45 მილიონი ლარი იქნება. 

საპენსიო სააგენტოში 31 ათასზე მეტი კერძო კომპანიაა რეგისტრირებული. გარდა ამისა, სისტემაში სახელმწიფო უწყებების 270 000 თანამშრომელია რეგისტრირებული.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჯამში დაახლოებით 600 000 ანგარიში უნდა შეიქმნას. მისივე თქმით, წინასწარი გათვლებით, ორ წელიწადში საპენსიო დანაზოგების სახით 1.5 მლრდ ლარის მობილიზება უნდა მოხდეს.

რაც შეეხება თანხას, ბოლო ინფორმაციით, სააგენტოში დაახლოებით 20 მილიონი ლარია მობილიზებული, მაგრამ ჯერ კომპანიებს დეკლარაციები არ დაუხურავთ. რთულია წინასწარ თანხაზე საუბარი, მაგრამ ჩვენი პროგნოზით, დაახლოებით 35-40 მილიონი უნდა შემოვიდეს თვეში. პირველი თვის შედეგების შემდეგ პროგნოზებიც უფრო ზუსტი იქნება. საწყისი გათვლა იყო, რომ ორ წელიწადში საპენსიო დანაზოგების სახით მილიარდ ნახევარი ლარი უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

1 იანვრიდან 2%-იანი საპენსიო შენატანის გადახდა ყველა დასაქმებულს, მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს დაევალა. დასაქმებული, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი შეუსრულდა, 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით საპენსიო სქემიდან გასვლას შეძლებს. ამ შემთხვევაში მას, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს განხორციელებული საპენსიო შენატანები სრულად დაუბრუნდებათ. 

დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს მოქალაქე ედუარდ მარიკაშვილმა და "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ". მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კანონი არაკონსტიტუციურია და არღვევს როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის საკუთრების უფლებას.

ასევე წაიკითხეთ

საპენსიო რეფორმა - სქემა, რომლითაც მთავრობას თქვენი ფულის მითვისება შეეძლება

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები