ნიკოლოზ ბასილაშვილის მარცხი

ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიის ღია პირველობაზე პირველივე მატჩში დამარცხდა (VIDEO)

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიის ღია პირველობა წარუმატებლად დაიწყო. ქართველი ჩოგბურთელი გერმანელ დანიელ ბრენდთან ორ სეტში 6(7):7(9), 5:7 დამარცხდა.

მეორე სეტში, ბასილაშვილი 4:0-ს იგებდა, მაგრამ საქმე გამარჯვებამდე ვერ მიიყვანა და 5:7 წააგო. მსოფლიოს 22-ე ჩოგანი მეტიუ ებდენთან ერთად წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს. ისინი ალექსანდრ ლაზაროვსა და ალექსანდრ დონსკის დაუპირისპირდებიან.

ცნობისათვის, სოფიაში ტურნირი 10 თებერვლამდე გაგრძელდება. საპრიზო ფონდი 586 140 ევროა.

კომენტარები