გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან

თამარაშვილის ქუჩაზე სროლა იყო, დაჭრილია 2 ადამიანი

flickr

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. შემთხვევის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე მათგანი გადაყვანილია სტაციონარში. ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები