ლიამ ნისონი

ლიამ ნისონი: როცა ჩემი მეგობარი გააუპატიურეს, შავკანიანის მოკვლა მომინდა

ლიამ ნისონმა ბრიტანულ გამოცემა The Independent-თან ინტერვიუში თქვა, რომ მას შემდეგ რაც თავისი მეგობრის გაუპატიურების ამბავი გაიგო, ერთი კვირის განმავლობაში ქუჩაში ხელკეტით დადიოდა და შავკანიანის მოკვლა სურდა.

66 წლის ოსკაროსანი მსახიობის თქმით, ის გრძნობდა ძლიერ იმპულსებს, რომ რასობრივად მოტივირებული დანაშაული ჩაედინა, რადგან ადამიანი, ვინც მის მეგობარს თავს დაესხა შავკანიანი იყო. ნისონი ამბობს, რომ ახლა რცხვენია თავისი წარსული "საშინელი" იმპულსების. 

"ერთი კვირის განმავლობაში ხელკეტით დავდიოდი, ძალიან მრცხვენია ამას რომ ვამბობ, იმ იმედით, რომ რომელიმე პაბიდან გამოსული "შავკანიანი ნაბიჭვარი" მომადგებოდა და რამეს მეტყოდა, რომ მერე მომეკლა." - თქვა შინდლერიის სიის ვარსკვლავმა. 

ნისონმა ეს კომენტარი თავის ახალი ფილმის შესახებ საუბრისას გააკეთა. "ცივ დევნაში" მისი პერსონაჟი ცდილოს შური იძიოს ბანდაზე, რომელმაც მისი შვილი მოკლა. ეს ამბავი მსახიობმა იმის წარმოსაჩენად მოყვა, თუ როგორ შეიძლება გახდეს შურისძიება "პირველყოფილი" მაშინ როცა საქმე საყვარელ ადამიანებს ეხება. 

ნისონის კომენტარს კრიტიკა მოჰყვა. "სამწუხარო და საზარელია, რომ ლიამ ნისონმა ტრაგედიის პასუხად მოსაკლავად შავკანიანის ძებნა დაიწყო. ტკივილი და ტანჯვა არაა რასიზმის გამართლება. შავკანიანებს რომ მსგავსი რეაქცია ჰქონოდათ ყველა შემთხვევაზე, როცა ჩვენი წინაპრებს აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და ლინჩის წესით ასამართლებდნენ, ზედმეტად ბევრი გვამი იქნებოდა, რომ დაგეთვალათ." - ამბობს შავკანიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, N.A.A.C.P.-ს თავჯდომარე მალიკ რასელი. 

კომენტარები