ანრი ოხანაშვილი

98 მომხრე, 4 წინააღმდეგი - ანრი ონახაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

აიპრესი

98 მომხრე, 4 წინააღმდეგი - ანრი ონახაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. პარლამენტმა მის კანდიდატურას კენჭი დღეს პლენარულ სხდომაზე უყარა. 

ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა არ დაუჭირეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი უკვე თვეზე მეტია, ვაკანტურია. მას ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია იკავებდა, თუმცა 27 დეკემბერს მან პოსტი დატოვა და გადაწყვეტილება ქართული ოცნების გუნდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული დაპირისპირებით ახსნა.

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. 

კომენტარები