მესენჯერი

დღეიდან მესენჯერს გაგზავნილი მესიჯების წაშლის ფუნქცია ემატება

Josh Edelson / AFP/Getty Images

Facebook-მა მესენჯერს ახალი ფუნქცია დაამატა - მესიჯების გაუქმება გაგზავნიდან 10 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. თუ ტექსტს გაგზავნიდან ათი წუთის განმავლობაში "დააკლიკავთ", მონიშნავთ Remove-ს და შემდეგ Remove for Everyone-ს, მესიჯი წაიშლება. "ჩატში" მყოფ ადამიანს შეტყობინება მიუვა, რომ ტექსტი წაშალეთ, თუმცა, ის წაშლილ ტექსტს ვერ ნახავს. 

ახალი ფუნქცია მესენჯერის iOS-ისა და ანდროიდის აპლიკაციებში დღეიდან ხდება ხელმისაწვდომი.

კომენტარები