აშშ

მელანია ტრამპმა კონგრესში ჯოშუა ტრამპი დაპატიჟა, რომელსაც სკოლაში გვარის გამო დასცინიან

მელანია ტრამპი, გრეის ელინი და ჯოშუა ტრამპი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი კონგრესში ყოველწლიურ გამოსვლას მისი მეუღლე, აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპიც დაესწრო. მან თან ორი სტუმარი მიიყვანა: გრეის ელინი, გოგონა, რომელმაც კიბო დაამარცხა და ჯოშუა ტრამპი, ბიჭი, რომელსაც სკოლაში გვარის გამო დასცინიან. გასულ წელს მელანია ტრამპმა ჩაგვრის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო.

კონგრესში ტრამპის გამოსვლას სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრები, სამხედრო პირები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ტრამპის მრჩეველი და ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, ასევე ტრამპის მრჩეველი ჯარედ კუშნერი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და ელის ჯონსონი, ქალი, რომელსაც ნარკოდანაშაულისათვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ტრამპმა გასულ წელს შეიწყალა.

ელის ჯონსონი, ჯარედ კუშნერი და ივანკა ტრამპი
ფოტო: Reuters

კონგრესში ტრამპის გამოსვლის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები