ბარსელონას ორიგინალური მაისურები

ბარსელონა რეალთან "ელ კლასიკოში" ჩინური იეროგლიფებით ითამაშებს

კატალონიის ბარსელონა ჩინურ ახალ წელს ორიგინალურად ხვდება. ერნესტო ვალვერდეს ფეხბურთელები მადრიდის რეალთან დღევანდელ მატჩში სპეციალურად დამზადებული მაისურებით ითამაშებენ.

ბარსელონას მაისურებზე ფეხბურთელების გვარები ჩინურადაც იქნება დაწერილი. ამით, კატალონიელები ჩინური ახალი წლის აღნიშვნას უერთდებიან.

კოპა დელ რეის 1/2-ფინალში ბარსელონასა და რეალის მატჩი დღეს, 23:55-ზე დაიწყება.

კომენტარები